მუნიციპალიტეტის საშეშე მერქნით მომარაგება, პროექტების მიმდინარეობა და ზამთრისთვის მზადება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც დღეს გამგეობისა და სოფლების პირველმა პირებმა ტრადიციულ თათბირზე ისაუბრეს.
გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში არსებული სასწავლო დაწესებულების საშეშე მერქნით მომარაგება ნაადრევი ზამთრის გამო ვერ მოხერხდა. ზაზა მელიქიძის თქმით, თვის ბოლომდე მერქნით ყველა მათგანი სრულად მომარაგდება.
თათბირზე ასევე განიხილეს პროექტების მიმდინარეობა და სოფლებში
მისასვლელი გზების მდგომარეობა. გამგებლის თქმით, სპეციალური ტექნიკა
გზებს წინასწარ მოაწესრიგებს, რათა, უხვმა ნალექმა გადაადგილების
პრობლემები არ შექმნას.