ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა. დეპუტატებმა კენჭი გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის წინადადებას უყარეს, რომლის მიხედვითაც 2014 წლის ბიუჯეტში დარჩენილ თანხებს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყენებენ. საუბარია 50 000 ლარზე, რომელიც 8 სოფელში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, პროექტების შექმნას მოხმარდება. შემდეგში პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება, რისთვისაც ცენრტალური უწყებიდან გამგეობა 700 000 ლარის გამოყოფას ითხოვს. აღნიშნული თანხით სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება.
წინადადების ავტორები ამბობენ, რომ განსაკრუთრებული ყურადღება სოფელ სვირსა და ურაველი–ხეოთზე გამახვილდება.
სხდომას საკრებულოს 28 დეპუტატი დაესწრო. გამგეობის ინიციატივას მხარი 28 მათგანმა დაუჭირა.