ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონტროლისა და აუდიტის სამსახური შეიქმნა. აღნიშნულ თანამდებობაზე სოფელ ღრელის მკვიდრი გიორგი ინასარიძე დაინიშნა. ამის შესახებ, ცნობილი, დღეს, გამგეობის ტრადიციულ თათბირზე გახდა.
აღმასრულებელი ორგანოს ახალი თანამშრომელი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ მას სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებაში მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში კი საგადასახადო სამსახურში აუდიტის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. გიორგი ინასარიძე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში დაუსაქმებელი იყო.
გამგეობაში კონტროლისა და აუდიტის სამსახურის უფროსი მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს დაინიშნა.