იძულებით გადაადგილებული პირები ახალ საცხოვრებელ ფართს საახალწლოდ მიიღებენ. ამ დროისათის რუსთაველის ქუჩის #113-ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაობი ისევ მიმდინარეობს.
ობიექტების რეაბილიტაცია აპრილის თვეში დაიწყო. დევნილებს ბინები ოქტომბრის თვეში უნდა მიეღოთ.
სამშენებლო კომპანია „სენის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ
გაუთვალისწინებელი სამუშაოების გამო, რეაბილიტაციის პროცესი
გაგრძელდა. ბეჟან აბულაძის თქმით, მშენებლობის პროცესში კედლისა და
სხვა გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, რამაც მისი
დროულად დასრულება შეაფერხა.
ახალციხის თვითმმართველ თემში 65 იძულებით გადაადგილებული პირია
რეგისტრირებული, ქალაქ ახალციხეში კი – 180. რუსთაველის ქუჩის 113
ნომერში ბინებს 66 ოჯახი მიიღებს.
შენობების რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული თბილისის სამშენებლო
კომპანია „სენი“ ახდენს. სამუშაოები, დაახლოებით 700 000 ლარი ჯდება,
რისთვისაც თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.