საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა
ეროვნულმა კომისიამ, საჯარო სხდომაზე შპს „ეს ჯი გაზ კომპანი“
სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 15 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი
კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გახდა, რაც კომპანიის
მხრიდან სალიცენზიო პირობების დარღვევად ითვლება. ამასთანავე, „ეს ჯი
გაზ კომპანი“–ს დაევალა ახალქალაქისა და ნინოწმინდის
მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის მიწოდება, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის
ვადაში აღუდგინოს.
შეგახსენებთ, რომ კომისიამ 2014 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ეს ჯი გაზ კომპანი“ 5000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მცხოვრებლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენდა. თუმცა, შპს „ეს ჯი გაზ კომპანიმ“ კომიისიის 2014 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ შეასრულა.