საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დირექტორობის კანდიდატთა სია გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული კანდიდატები ასარჩევად სამეურვეო საბჭოებს უკვე წარედგინათ. ახალციხის #1–ელი საჯარო სკოლაSi direqtorobis kandidati ჟუჟუნა გოგოლაურია, #2–ესკოლაში – ბელა დიასამიძე; #5–ე სკოლაში – ინგა ვარდიძე, #6–ე სკოლაში გივი კაპანაძე და ქეთევან პარუნაშვილი.
კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს სამეურვეო საბჭო არ აირჩევს, ცენტრალური უწყება მას 6 წლის ვადით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება დირექტორობის კანდიდატების შესახებ მიმდინარე წლის 26 ნოემბრით თარიღდება.
ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.