ახალციხის #5 საბავშვო ბაღი მღრღნელების მიერ დაბინძურებული პურით მოამარაგეს. ბაღის მენეჯერმა ნინო ბაღდოშვილმა განაცხადა, რომ სააღმზრდელო დაწესებულება საკვებად უარგისი პურით მარაგდება და ამის დამადასტურებლად მან მერიაში დაბინძურებული პური მიიტანა. აღნიშნულის შესახებ ბაღის მენეჯერმა „მეცხრე არხთან“ კომენტარი არ გააკეთა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თქმით, მომხდარის თაობაზე სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციას მიაწვდიან და ფაქტზე შესაბამის რეაგირებას დაელოდებიან. ნანა ბერიძის განმარტებით, ბაღებს პურით ინდმეწარმე ანდრანი მანუკიანი ამარაგებს, რომელსაც აღნიშნულზე პასუხი მოეთხოვება. ქალაქის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ინდმეწარმეს დაჯარიმებას არ გამორიცხავს. ნანა ბერიძის თქმით, სააგენტოს, სურსათის მომმარაგებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია აქამდეც გადაგზავნილი ჰქონდა. ობიექტების პირობების გამოკვლევა კი ადგილზე სააგენტოს თანამშრომლებმა უნდა მოახდინონ.