ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოცხადებულ 65 ვაკანსიაზე 765 განაცხადი შევიდა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია და მათი გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს. გამგებლის თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა საქმის წარმოებისა და კადრების საკითხებში სპეციალისტის, ასევე საორგანიზაციო განყოფილების უფროსის პოზიციაზე შევიდა.
ცნობილია საკრებულოს აპარატში 5 თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე შესულ განაცხადდთა რაოდენობაც. წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატში პოზიციების დასაკავებლად 129 აპლიკანტი იბრძოლებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაცია სავარაუდოდ 13 და 14 დეკემბერს გაიმართება.
გარდა კონკურსებისა, დღეს გამართულ თემის თათბირზე გამგებელმა რწმუნებულებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფარსტრუქტურული პროექტებიც განიხილა.