ოქტომბრის თვეში
რელიგიური შემწყნარებლობის თვალსაზრისით ვითარება კვლავ გამწვავდა, –
ამის შესახებ სახალხო დამცველის ოქტომბრის თვის საინფორმაციო
ბიულეტენშია საუბარი.
ბიულეტენში თავმოყრილია ქვეყანაში ოქტომბრის თვეში ადამიანის უფლებათა
მდგომარეობის კუთხით არსებული სიახლეები. ამ კონტექსტში სახალხო
დამცველმა ყურადღება გაამახვილა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ
მოხეში განვითარებულ მოვლენებზე.
სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და არ დაუშვას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევა.
“განსხვავებულის მიმართ შემწყნარებლობის კულტურის ჩამოყალიბების წახალისებას ალტერნატივა არ გააჩნია თუ კი რა თქმა უნდა, სახელმწიფო ისწრაფვის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისკენ. ამ გზაზე მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან ქმედითი, ზოგჯერ შესაძლოა პოლიტიკურად არაპოპულარული თუმცა დემოკრატიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თამამი ნაბიჯების გადადგმა” , – ნათქვამია ოქტომბრის თვის ომბუდსმენის ბიულეტენში.