სოციალურად დაუცველი, ნიჭიერი სტუდენტებისთვის ახალციხეში საერთო საცხოვრებელი აშენდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა სასტუმრო “რედისონში” საზოგადოებისთვის მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარგენისას განაცხადა. მისი თქმით, საცხოვრებელი ახალციხის გარდა აშენდება, თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში.
“თბილისში დაიწყო სოციალურად
დაუცველი , რეგიონებიდან ჩამოსული მაღალაკადემიური მოსწრების
სტუდენტებისთვის თანამედროვე და კეთილმოწყობილი საერთო საცხოვრებლის
მშენებლობა. სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლები აშენდება
ახალციხეში, ზუგდიდასა და ქუთაისშიც,”–
განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განმარტებით, თბილისის
სტუდენტური ქალაქის მშენებლობა 2014 წლის ბოლომდე უნდა
დაიწყოს.
“საერთო საცხოვრებლების საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. იწყება უშუალოდ მშენებლობის პროცესი. სავარაუდოდ, მშენებლობა წლის დასრულებამდე დაიწყება,”– აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
ახალციხეში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობის თაობაზე სტუდენტებს ქალაქის მერი გიორგი კოპაძეც ესაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.