ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის
დასადგენად სპეციალური კომისის შექიქმნება. ამის შესახებ რელიგიის
საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ადგილობრივ
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა
რამდენიმე სოფელში გამართა. მისი თქმით, კომისიის მუშაობაში
სპეციალისტები ჩაერთვებიან და გადაწყვეტილებასაც მათი დასკვნის შემდეგ
მიიღებენ.
“კომისიის შექმნისკენ არის განწყობა მიღებული ყველა მხრიდან. ისინი მიესალმებიან გამოიყოს ნდობით აღჭურვილი პირი მათი მხრიდან. საქმის მდგომარეობიდან გამომდინარე მიზაშეწონილად მიგვაჩნია, რომ საქმეში უნდა ჩაერთოს ძეგთადაცვის სააგენტო, კულტურის სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში არასამთავრობო სექტორი, რომ ზედმეტი კითხვები აღარ გაჩნდეს” – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მოხეში არსებულ სადავო შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 ოქტომბერს შეჩერდა. სამუშაოების ხელმძღვანელის ზურაბ ტაბიძის თქმით, მუშებმა შესვენება ითხოვეს და რეაბილიტაციის დროებითი შეწყვეტის მიზეზიც ეს იყო.