მუსლიმებმა
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან აქცია შეწყვიტეს.
ისინი 24 ოქტომბერს, გამოსვლებს სოფელ მოხეში გააგრძელებენ. ადიგენის
მუნიციპალიტეტის მუსლიმი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მოხეში
არსებული სადავო შენობაზე მშენებლებს სამუშაოების გაგრძელების
საშუალებას არ მისცემენ.
“როგორც წარმოქმნა სახელმწიფომ ეს პრობლემა, ისე დაარეგულიროს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სამართალდამცველებმა პასუხი უნდა აგონ. მშენებლობლობის განახლება ნიშნავს იმას, რომ შეურაცხყოფას გვაყენებენ, არავინ არ ითვალისწინებს ჩვენს აზრს და ვიღაცას აინტერესებს ერთმანეთის დაპირისპირება.. შეჩერდება მშენებლობა – შეჩერდება აქციებიც” – განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურაძემ
აქცია სამმართველოს შენობასთან მას შემდეგ დაიშალა, რაც სასამართლომ 11 დაკავებული 250 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თავისუფალია ის სამი პიროვნებაც, რომლებიც ბორჯომის პოლიციაში იყვნენ გადაყვანილნი.
შეგახსენებთ, რომ მუსლიმი მოსახლეობა სამართველოს შენობასთან პროტესტის ნიშნად მას შემდეგ შეიკრიბა, რაც მოხეში აქციის დროს დაკავებულები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამართველოში გადაიყვანეს.