განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სწავლის შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, თამარ სანიკიძის თქმით, სასწავლო პროცესი არა სოფელ მოხეში, არამედ მოსაზღვრე სამ სოფელში შეფერხდა.
როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია მოხეს სამ მოსაზღვრე სოფელზე, “სადაც მცხოვრებთა ინტერესებს წარმოადგენდა სამლოცველოს თემა“.
“იქ, სამწუხაროდ, შეფერხებულია სასწავლო პროცესი, თუმცა პედკოლექტივი, ადმინისტრაცია ადგილზე არიან და ელოდებიან ბავშვებს. თუ ისინი მივლენ, ჩატარდება გაკვეთილები, სხვა შემთხვევაში პროცედურების დაცვა მოგვიწევს, ეს არის “არა”-ს დაწერა და ა.შ.”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისივე თქმით, რესურსცენტრის წარმომადგენლები ესაუბრებიან სკოლების დირექტორებს, ადმინისტრაციას, მშობლებს. განათლების მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება და ბავშვები არ დაზარლადებიან.
თავად ინციდენტს რაც შეეხება, როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, თემა არის სპეციფიური და სენსიტიური, თუმცა კანონი ყველასთვის ერთია.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ დღეს განაცხადა, რომ რომ პროტესტის ნიშნად ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს. ის რომ სოფელ მოხის სკოლაში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა მივიდა, ამას “მეცხრე არხს” მოხის სკოლის პედაგოგებიც უდასტურებენ, თუმცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.