ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის
საჯარო სკოლაში 6 სოფლის185–მდე მოსწავლე სასწავლო დაწესებულებაში არ
მივიდა. ადგილობრივების თქმით, ბავშვები სკოლაში პროტესტის ნიშნად არ
გაუშვეს. ფიქრობენ, რომ მათ პოლიციისგან საფრთზე ემუქრებათ.
“თავის დაზღვევის მიზნით, დღეს ბავშვები სკოლაში არ გავუშვით. ვიცავთ ყველასგან. ვფიქრობთ, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ. ასე მანამ მოვიქცევით, სანამ სიტუაცია არ დაწყნარდება” – აცხადებს მოხის მკვიდრი ნოდარ დიმიტრაძე.
მისივე თქმით, თანასოფლებები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობასთან დაკავებულების გათავისუფლებას ელოდებიან და ფიქრობენ, რომ მათ მალე გაათავისუფლებენ. აქციის მონაწილეები ასევე, ელოდებიან სახალხო დამცველს.
სამართალდამცველებსა და მოხეს მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას სოფელში 22 ოქტომბერს 14 ადამიანი დააკავეს. ისინი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო–მთავარ სამმმართველოს შენობაში არიან გადაყვანილნი, სადაც მათი გათავისუფლების მოთხოვნით მუსლიმი საზოგადოება მშვიდობიან აქციას მართავს.