ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალსა და
წარბასთუმანში გაზიფიცირება მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ამ
დროისათვის სოფლებში ბოძების მონტაჯი და დაქსელვითი სამუშაოები
ტარდება. აბონენტთა გაზიფიცირება მიმდინარეობს, ასევე, სოფელ
უდეშიც. სამუშაოებს “საქორგგაზის” დაკვეთით, შპს “ინტერგაზი”
ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, აღნიშნულ სამ
სოფელში ჯამში 2 000–მდე აბონენტი გაზიფიცირდება. ცენტრალური
მაგისტრალის გარდა შიდა უბნებიც დაიქსელება.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება 2012 წელს შეჩერდა. პროცესი დაახლოებით, ორი თის წინ აღდგა. მთლიანად მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება 2017 წელს დასრულდება.