8 ოქტომბერს ასპინძაში
მორიგი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
კონცერტზე შემოსული თანხა სოსო მელიქიძის მკურნალობას მოხმარდება.
სოსო მელიქიძე, შშს-ს ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომელია, რომელიც მიმდინარე წლის 11 ივნისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ქვედა კიდურები პარალიზებული აქვს.
ღონისძიების ორგანიზატორები “მეცხრე არხთან” განმარტავენ, რომ სოსო მელიქიძეს გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება, რომელიც სომხეთსა და უკრაინაში უნდა ჩაუტარეს, ამისათვის კი დიდი რაოდენობით თანხაა საჭირო.
საქველმოდო ღონისძიება ასპინძის კულტურის ცენტრის მთავარი სპეციალისტისა და რეჟისორის მზია იველაშვილის ინიციატივით იმართება, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.
ღონისძიება ასპინძის კულტურის ცენტრის დარბაზში 19:00 გაიმართება, ბილეთის ფასი 2 ლარია.