პროექტ “მწვანე
არდადეგების” ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთში ორდღიანი მედია-ტური
მოეწყო. პროექტის მთავარი გზავნილია “აღმოაჩინე, იმოგზაურე,
შეინარჩუნე და ნუ დატოვებ ნარჩენებს – იზრუნე გარემოზე”. მედიის
წარმომადგენლებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
მოადგილემ ზურაბ კოპაძემ უმასპინძლა.
ჟურნალისტებმა ბაკურიანიდან ტაბაწყურის ტბის მიმართულებით
კვადროციკლებით ექსტრემალურ პირობებში 25 კილომეტრიანი მონაკვეთი
გაიარეს.
მედიის წარმომადგენლებმა ზურაბ კოპაძესთან ერთად ტაბაწყურის ტბის
მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, პოლიეთილენის
პარკებისაგან, პლასტმასის ბოთლებისგან დაასუფთავეს. ჟურნალისტები
დასუფთავების აქციაში მონაწილეობით, შეუერთდნენ პროექტს “ნუ დატოვებ
ნარჩენებს-იზრუნე გარემოზე”, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დავალების
შესაბამისად, სამინისტრო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით
ახორციელებს.
“მწვანე არდადეგები” 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მისი მიზანი 8
დაცული ტერიტორიის პოპულარიზაციაა.