ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბნის გზაზე დაახლოებით ორი საათის წინ სამი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდები 22, 24 და 26 წლის არიან. “მეცხრე არხის” ინფორმაციით ერთი ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული.
ახალგაზრდები სოფელ ყარათუბნის მკვიდრნი არიან.
რა მოხდა ადიგენში ადგილობრივები დეტალებზე ვერ საუბრობენ. შსს–ს ინფორმაციით, სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
რა მიზეზით მოკლეს ადიგენში სამი ახალგაზრდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სამრთალდამცავები არ საუბრობენ.
ადიგენში მომხდარი მკვლელობის დეტალებს “ექო” არკვევს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.