დაბა ადიგენში, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს. რუსეთ– საქართველოს დაპირისპირების დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ლობჯანიძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
რუსეთ- საქართველოს ომში ადიგენის მუნიციპალიტეტიდა სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა – ალიკა (არტემ) ბალახაშვილი, ალექსანდრე ზაზაშვილი და დევი ჩადუნელი, რომელთა ოჯახებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების სახით 300-300 ლარი გადაეცემათ.