გიორგი მარგველაშვილი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებს მიესალმა და სიტყვით გამოსვლა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებს მიესალმა და სიტყვით გამოსვლა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით დაიწყო.

მან ხმის მიცემის აუცილებლობაზე  ისაუბრა და სტუდენტებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ  მოუწოდა.

“არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მივიღებთ, რომელიმე პოლიტიკოსს კი არ დავსჯით, არამედ დავსჯით საკუთარ თავს და სამშობლოს” – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილს  სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში  რექტორმა უმასპინძლა. მერაბ ბერიძემ პრეზიდენტს  ის სირთულეები გაიცნო, რომლის წინაშეც სასწავლებელი ფუნქციონირების ბოლო წლებში დადგა.  სასწავლებლის რექტორმა ყურადღება სტუდენტურ საცხოვრებელზე გაამახვილა და ყოფილი სამხედრო შენობების ამ მიზნით რეაბილიტაციის საკითხი დააყენა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალია“  გამარჯვებულები წარადგინა. კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, პირველი ადგილი ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს, რომლის ფარგლებშიც ისინი ხუთი დღით რომში გაემგზავრებიან

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მეორე ნაწილში სტუდენტებს საშუალება მიეცათ გიორგი მარგველაშვილისთვის კითხვები დაესვათ. ახალგაზრდები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების საკითხით, ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესებში ჩართულობითა და ინფორმირებით, ასევე ხმის მიცემისას სასურველი პარტიისა და კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებით დაინტერესდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი ამომრჩეველთა გააქტიურების კამპანიის ფარგლებში ქვეყნის რეგიონებში შეხვედრებს ორი თვის განმავლობაში მართავდა. გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებს ბოლოს სწორედ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა სასწავლებლის ეზოში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილის მოსასმენად უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები შეიკრიბნენ.

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.