ქართულ
ეროვნულ ვალუტას – ლარს თავისი სიმბოლო აქვს. სიმბოლო ქართული ერთ
თაღიანი ასო „ლასის“ გრაფიკულ მოხაზულობას ეფუძნება, რომელსაც
ორი ვერტიკალური ხაზის არასრულად ჩამოსმის კონცეფცია აქვს.
ეროვნული ვალუტის გამარჯვებული სიმბოლოს ავტორი პროფესიით მხატვარ-კერამიკოსი მალხაზ შველიძეა. ასევე, სიმბოლოს აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს „ლასის“ ეგრეთწოდებული ფეხი, რომელიც ჰორიზონტალური ხაზითაა წარმოდგენილი და ზედა დინამიურ რკალს მონუმენტალურ სტატიკას სძენს.
ეროვნული ვალუტის გამარჯვებული სიმბოლო საზოგადოებას საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ პრეზენტაციაზე ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ წარუდგინა და გამარჯვებული კონცეფციის თანაავტორებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. ქადაგიძის განმარტებით, ქართული ფულის – ლარის სიმბოლოს შემოღება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისივე თქმით, სიმბოლოს პოპულარობა გაზრდის ცნობადობას საზოგადოებაში და შესაბამისად დადებითად აისახება ქართული ფულის იმიჯზე.
ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა