ახალციხეში დღეს ელექტროენერგია დროებით გამოირთვება.
“ენერგო–პრო ჯორჯიას” ახალციხე–ადიგენის მომსახურების ცენტრში
განმარტავენ, რომ ქვესადგურ “ახალციხეზე” ავარიული სიტუაცია
შეიქმნა და სპეციალისტები პრობლემის აღმოფხვრას ცდილობენ.
ამისთვის კი ელექტროენერგიის გამორთვა აუცილებელია.
იქიდან გამომდინარე, რომ ახალციხის ციხეზე ახალციხელობის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს, დენის გამორთვა ქალაქში მოგვიანებით გადაწყდა.
ასევე, ენერგო კომპანიამ ანგარიში გაუწია ტელეკომპანია “მეცხრე არხსაც”. შესაბამისად, ელექტროენერგია საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე, დაახლოებით, 22:00 საათზე გამოირთვება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად 20 წუთი დასჭირდებათ.