ასპინძაში მცხოვრები 33 წლის ალიკა ხმალაძის ცხედარი
სოფელ რუსთავთან მდინარემ გამორიყა. დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე
მტკვრის ნაპირზე გვამი ადგილობრივმა მწყემსმა ნახა, რომელმაც
აღნიშნულთან დაკავშირებით, ასპინძის სამაშველო სამსახურს
შეატყობინა.
ცხედარი პროზექტურაში არ გადაუსვენებიათ.
ასპინძაში უბედური შემთხვევა, 19 აპრილს, მტკვრის სანაპიროზე ეგრეთწოდებულ “გომებთან” მოხდა. 33 წლის ალიკა ხმალაძე, მტკვრის სანაპიროზე მამასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა. იგი მდინარეში საცურაოდ შევიდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა მისი პოვნა ვერ შეძლეს.
დაკარგულს ერთი თვის განმავლობაში ახალციხისა და ასპინძის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ეძებდნენ. პროცესში ჩართული იყო თბილისის ბრიგადებიც.