კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკა ანთიძე თისელის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მისი აღდგენისათვის სპეციალისტები რამდენიმე კვირაა მუშობენ. სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, ტაძარი საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაშია. მისი რეაბილიტაციის პირველი ეტაპისათვის 60 000 ლარი გამოიყოფა. სრული აღდგენის პროცესი კი დაახლოებით 3 წელიწადში დასრულდება.
წმ. გიორგი სახელობის ეკლესია სოფელ აწყურიდან აღმოსავლეთით დაახლოებით, 6 კილომეტრში მდებარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტაძარს ადგილობრივი მოსახლეობა მოიხსენიებს, როგორც ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას.
თისელის ტაძრის აღდგენის პარალელურად, ახალციხეში საფარის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომლისთვისაც უწყებიდან 40 000 ლარი გამოიყო. კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი დღის მეორე ნახევარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტპოტოლიტთან, მეუფე თეოდორესთან ერთად მოინახულებს. ისინი საფარაში მიმდინარე სამუშაოებსა და კომლექსის შემდგომ განვითარებაზე ერთობლივად იმსჯელებენ.
ვრცლად ნახეთ საინფორმაციო გამოშვება ,,ექოში” 21:30 საათზე.