ახალციხის მოსახლეობას სასმელი წყალი დილიდან შეფერხებით
მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის
რეგიონულ ფილიალში განმარტავენ, რომ პრობლემა ურაველი–ახალციხის
მაგისტრალზე შეიქმნა და ჯგუფები პრობლემის აღმოფხვრას ცდილობენ.
თუმცა, ახალციხის სერვის-ცენტრის უფროსი გიორგი დალალიშვილი კი
ირწმუნება, რომ 24 ივნისს, წყლის რეზერვუარები გარეცხეს, რის გამოც
სასმელი წყალი ცენტრალურ ქუჩებს არ მიეწოდება. მისივე თქმით, ამ
დროისათვის რეზერვუარების ავსებას ელოდებიან და მოსახლეობას წყლის
მიწოდება, დაახლეობით, 16:00 საათისთვის აღუდგება.
ახალციხის
მოსახლეობას სასმელი წყალი დილიდან შეფერხებით მიეწოდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ
ფილიალში განმარტავენ, რომ პრობლემა ურაველი–ახალციხის