დაბა
ბაკურიანში სახანძროს სამსახურისთვის შენობა აშენდა. ბორჯომის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ახალი ობიექტის მშენებლობა
ევრო სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე
შენობის შიდა მოწესრიგება მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 97 964 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “აი-სი-ესი” ასრულებს.
დაბა ბაკურიანში სახანძრო სამსახური წლების განმავლობაში ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული. ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, სახანძრო სამსახური მაღალმთიან სოფლებს მოემსახურება.