საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ვითარებაში დაიხურა. პროფესორებმა და აკადემიკოსებმა მოხსენებები ორი დღის განმავლობაში წარადგინეს, ბოლო დღე კი ღონისძიების შეფასებას დაუთმეს.
მომხსენებლებმა აუდიტორიას მზისა და მზის სისტემის ობიექტებისა და გალაქტიკისა და გარეგალაქტიკური ობიექტების შესახებ მომზადებული კვლევები გააცნეს.
წელს კონფერენციაში მონაწილეობა, როგორც საქართველოს ასევე უკრაინის, ტაილანდის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის უნივერსიტეტებმაც მიიღეს.
მომხსენებლები აღნიშნავენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მსგავსი ღონისძიებები აღარ იმართებოდა. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი მეცნიერებს შეკრებისა და კვლევების გაზიარების საშუალება მისცა.
პირველი სამეცნიერო კონფერენციის შემდეგ, რომელიც ერთი წლის წინ შედგა, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ინგლისურ ენაზე პირველი ჟურნალი გამოსცა. მასში ის ნაშრომები განთავსდა, რომელიც აკადემიკოსებმა და პროფესორებმა მოხსენებების სახით წარადგინეს. ჟურნალის მეორე ნომერი ახლო მომავალში დაიბეჭდება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ირაკლი ბახტურიძე, რამაზ ალავიძე.