გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების მონიტორინგი განახორციელა. მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე კომპლექსურ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიება 2013 წელს დაიწყო და შედეგად
დაჭერილი და განადგურებული იქნა 3 მილიონი მავნე მწერი. მიმდინარე
წლის აპრილში ღონისძიებები კვლავ გაგრძელდა და სამცხე-ჯავახეთის მთელ
რეგიონში წიწვოვან კორომებში განთავსდა ფერომონიანი მწერსაჭერები,
რომელთა მონიტორინგი, ყოველ ათ დღეში ერთხელ ხორციელდება. პირველი
მონიტორინგის შედეგებით, დაჭერილი და განადგურებულია 1 მილიონი მავნე
მწერი.
ღონისძიების განხორციელების შედეგად შეჩერდება წიწვოვანი კორომების
ხმობის ინტენსივობა და შენარჩუნებული იქნება უნიკალური წიწვოვანი ტყის
მასივები.
სამცხე-ჯავახეთში წიწვოვანი კორომების მასობრივი ხმობა 2011 წელს გამოვლინდა. სატყეო პათოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა ძირითადი ზიანის მომტანი მავნებელი მწერი-მბეჭდავი ქერქიჭამია. სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიგეგმა ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები. მათ შორის: ფერომონების (მწერსაჭერების განთავსება), მონიტორინგი და სანიტარული ჭრების განხორციელება.