ართლმადიდებელი სამყარო 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.
მეუფე თეოდორემ წირვის დასასრულს დღესასწაულის მნიშვნელობა განმარტა და მრევლს იმ წმინდა ჯვრის ნაწილთან მიახლების კურთხევა მისცა რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
ჯვართამაღლება მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აღამაღლა.
27 სექტემბერს ჯვართამაღლებას მორწმუნეები მარხვით აღნიშნავენ.