28 სექტემბრიდან, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 – 27 სექტემბერს საქართველოში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ორი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +20, +25° იქნება.
28 სექტემბრიდან, საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება დაიწყება. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
სინოპტიკოსებიც ცნობით, უამინდობა 1 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით +15, +20° – ის ფარგლებში იქნება.
1 – 2 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
თიკო კურტანიძე