ბორჯომის მუნიციპალიტეტს სტიქიამ უკვე მეორედ შეუტია. ძლიერი წვიმა და სეტყვა 7 ივნისს ღამით დაფიქსირდა. უხვი ნალექის გამო ე.წ. მდინარე ცოფიანი ღელე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ქვა–ღორღმა ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტა. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით დაზიანებულია ქალაქის თითქმის ყველა უბანი და სოფელი. დატბორილია საცხოვრებელი სახლები. მოშლილია ინფრასტრუქტურა.
წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”