ბორჯომის 4 სოფელში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან, რომელმაც სავარაუდოდ მილიონ ლარს გადააჭარბა. მუნიციპალიტეტში მოშლილ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი სასოფლო სამეურნეო სავარგულებსაც მიაყენა. მთლიანად მოშლილია სასმელი წყლის სისტემა, სოფელ დვირში. ადგილობრივები ხელისუფლებისაგან შედეგებზე დროულ რეაგირებას ითხოვენ.
წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”