ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის კუთხით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაადგინეს. მთლიანობაში სასოფლო–სამეურნეო ნათესები დაახლოებით, 4,5 ჰექტარ ფართობზე განადგურდა. ადიგენის გამოგეობაში შექმნილი კომისიის წარმომადგენლის გურამ ბოჩიკაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა სოფლის მეურნეობის კუთხით 39 000 ლარამდე ზარალი მიიღო. განადგურდა კარტოფილის, სიმინდისა და ლობიოს ნათესები და ბოსტნეული.
ამ დრომდე მიმდინარეობს ზარალის დათვლა ინფრასტრუქტურის კუთხით. საბოლოო მონაცემებს ზარალის დამდგენი კომისია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაუგზავნის.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა 13 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყო. ორსაათიანი უხვი ნალექის შედეგად 6 სოფელი მნიშვნელოვანად დაზარალდა. დაზიანდა ხიდები და სოფლამდე მისასვლელი გზები.