,,12 მაისს ასპინძის მუნიციპალიტეტში მოსული ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად დაზარალდა მოსახლეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობით ეცნობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. სტიქიის შედეგად დაზარალებული ერეკლე II ქუჩის მოქალაქეთა ერთობლივი განცხადება განსახილველად გადაეგზავნა ზემოაღნიშნულ სამინისტროს და კომიტეტებს. დაბა ასპინძის მაცხოვრებლები დახმარების აღმოჩენის მოლოდინში არიან და ბუნებრივია მე, როგორც ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი პირად კონტროლზე ავიყვან ამ ფაქტს, რათა დროულად გაეწიოს შესაბამისი დახმარება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.” –წერს ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში , 12 მაისს მოსულმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შეუქმნა, როგორც დაბის, ასევე სოფლების მოსახლეობასაც. უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ სიუჟეტი: