ასპინძაში ამ დროისათვის საავტომობილო მოძრაობა ისევ შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. დაბაში იმყოფება სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე. თემაზე “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი მუშაობს. ვიდეო–მასალას მოგვიანებით მოგაწვდით.
სტიქიის ამსახველი ფოტოები, “მეცხრე არხს” მარიკა ბერიძემ და თამთა ივანიძემ მიაწოდეს.