ძლიერი წვიმის შედეგად ასპინძაში მოსახლეობა დაზარალდა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე პაპაშვილმა “მეცხრე არხს” განუცხადა, გადაუღებელი წვიმის შედეგად წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებსა და სარდაფებში შეუვარდა. დატბორილია მაღალსართულიანი კორპუსების პირველი სართულებიც.
ადგილობრივების თქმით, დაბაში სოფელ ოთიდან მდინარე მოედინება, რომელიც ადიდდა და ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა. ამ დროისათვის საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ასპინძაში ძლიერი წვიმა დაახლოებით 17:30 საათზე დაიწყო და თითქმის ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. წვიმას თან ერთვოდა სეტყვაც.
დეტალებს საინფომაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ, 21:30 საათზე.