ბარალეთში, არჩევნების თემაზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში, არჩევნების თემაზე,  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზება „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ“ გაუწია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში, არჩევნების თემაზე,  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორგანიზება „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ“ გაუწია.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, შეხვედრის მიზანი, სოფლებში საარჩევნო აქტივობის გაზრდაა.

არჩევნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციის  მიწოდების შემდეგ, ბარალეთის მაცხოვრებლებისთვის ვიქტორინა გაიმართა. კითხვები ძირითადად,  კენჭისყრის დღის პროცედურებს შეეხო. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ადგილობრივების თქმით, ამ თემაზე მსგავსი შეხვედრების გამართვა აუცილებელია, რათა მოსახლეობა  2016 წლის საპარლამენტო  არჩევნებს მომზადებული შეხვდეს.

ბარალეთში საინფორმაციო შეხვედრა 18 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც სოფელში ორგანიზება რამდენიმე დღით ადრე შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა გაუწიეს. საჯარო შეხვედრასთან დაკავშირებით მათ გამოაკრეს აფიშები, გაავრცელეს ბუკლეტები და მოსახლეობას დაურიგეს მოსაწვევები.

სოფელ ბარალეთში გამართული შეხვედრა რიგით მესამეა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“,  ცესკოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ჩვენი ქვეყანა-ჩვენი არჩევანი ერთი ხმის ხმოვანება“ფარგლეში ახორციელებს.  მანამდე არჩევნების თემაზე საჭირო ინფორმაცია მოსახლეობამ ასპინძის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მირაშხანსა და დამალაში მიიღო. მომდევნო შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოშია დაგეგმილი.


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.