დღეს, კომპანია “ენერგოტრანსმა” ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, 2 პიკაპის ტიპის მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანა გადასცა.
მანქანები ადმინისტრაციას “შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის” ფარგლებში, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე განხორციელებული, 500 კვ–იანი ელექტროგადამცემი ხაზის სარეაბილიტაციო–სამშენებლო საქმიანობების და გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირების საკომპენსაციოდ გადაეცა.
საქანძორ მანქანების გასაღები, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომლებს სიმბოლურად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრამა გადასცა.
“ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ის მონაკვეთი, სადაც სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა, ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის ზონას წარმოადგენს. ამიერიდან, პარკის ტერიტორიაზე ნებისმიერი ხანძარსაშიში, თუ სხვა გადაუდებელი სიტუაციის დროს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს სწრაფი და ეფექტური რეაგირების საშუალება ექნებათ”–განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ხათუნა გოგალაძემ.
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციისათვის, სახანძრო მანქანების გადაცემის პროცესს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი რატი ჯაფარიძე დაესწრნენ.