საქართველოს საპატრიარქო
თბილისის საკრებულოს მიმართავს, ეკლესიებისთვის 10 000 ლარის დარიცხვა
მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებისთვის მოხდეს, – ამის შესახებ ნათქვამია
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში:
“მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,
რომ ა.წ 14 აპრილს თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომის
გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს,
ადგილობრივ რაიონულ გამგეობებში შეტანილი თხოვნის შემთხვევაში
გადაეცემათ 10 000 ლარი (იგივე ეხებათ სხვა კონფესიებსაც) და რომ ეს
ქმედება შეთანხმებულია საპატრიარქოსთან. როგორც დავადგინეთ, საუბარი
შედგა საპატრიარქოს თანამშრომელთან, რომელსაც არ ჰქონდა უფლება
მოსილება გადაწყვეტილების მიღებისა. ამასთან, აუცილებლობად მიგვაჩნია,
რომ იმ ეკლესიებმა, რომლებიცაღნიშნულ თანხას მიიღებენ, მხოლოდ
საქველმოქმედო მიზნით გამოიყენონ იგი. აქედან გამომდინარე, ვთხოვთ
ადგილობრივი გამგეობის ხელმძღვანელებს და თბილისის საკრებულოს, ამა თუ
იმ ეკლესიაზე ფულის გადარიცხვა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მათთვის წარდგენილ თხოვნას თანდართული ექნება საქართველოს
საპატრიარქოდან დამოწმებული და მოწონებული პროექტი საქველმოქმედო
ღონისძიებებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა არ
გასცენ” – ნათქვამია განცხადებაში.