შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შს მინისტრმა შსს-ს
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ახალქალაქის,
ნინოწმინდის, ადიგენის და ასპინძის რაიონული სამმართველოები
მოინახულა. ალექსანდრე ჭიკაიძე პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მათი
მუშაობის პირობებს, ასევე მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული
ვითარების შესახებ. მინისტრმა შსს-ს დანაყოფების თანამშრომლების
მუშაობა დადებითად შეაფასა და მადლობა გადაუხადა მათ დაკისრებული
მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე დაათვალიერა ასპინძაში შსს-ს
მშენებარე კომპლექსური ბაზა. ბაზის მშენებლობა რამდენიმე თვეში
დასრულდება და მის ტერიტორიაზე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი
განთავსდება.
დღის ბოლოს მინისტრი ახალციხეს ეწვია და რაიონული სამმართველო და
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი
სამმართველო დაათვალიერა.