ადიგენის მუნიციპალიტეტში, ტერიტორიული გაერთიანების
რწმუნებულებისა და თანაშემწეებისათვის ატესტაცია ჩატარდება.
ისინი საკონკურსო საატესტაციო კომისიის წინაშე გასაუბრებას 22
და 23 აპრილს გაივლიან, რომლის მიხედვითაც 7 კაციანი კომისია
გადაწყვეტს შეესაბამება თუ არა პირი აღნიშნულ თანამდებობას. როგორც
კომისიის თავმჯდომარე, თემურ ფეიქრიშვილი აღნიშნავს, ატესტაციის
გავლის ვალდებულება საჯარო მოხელეებს ყოველ 3 წელიწადში
ერთხელ აქვთ. ამჟამად საკუთარ უნარ–ჩვევებსა და ცოდნას 28 პირი,
14 რწმუნებული და 14 თანაშემწე გამოცდის. ატესტაციის გარეშე დარჩებიან
თანამდებობაზე გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და ლელოვნის
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწე, რომლებიც პოსტზე
კონკურსის შედეგად დაინიშნნენ. როგორც ადიგენის ადგილობრივ
თვითმმართველობაში განმარტავენ, ატესტაციის შესახებ გამგებლის
მოვალეობის შემსრულებელმა, საკრებულოს 2014 წლის 28 მარტს
განცხადებით მიმართა. ზაქარია ენდელაძემ გამგეობის დაქვემდებარებაში
მყოფი საჯარო მოხელეების ატესტაცია მოითხოვა.
ადიგენის
მუნიციპალიტეტში, ტერიტორიული გაერთიანების