შორეთის ტაძრის რეაბილიტაციისას ადრექრისტიანული ხანის წარწერებს მიაკვლიეს
შორეთის ტაძრის რეაბილიტაციისას, სავარაუდოდ,  ადრექრისტიანული ხანის წარწერებს მიაკვლიეს. სამონასტრო კომპლექსის მიწისგან გასუფთავების შემდეგ, მერვე საუკუნის ტაძრის ქვეშ, მეცამეტე საუკუნით დათარიღებული ნაგებობაც აღმოჩნდა. 

შორეთის ტაძრის რეაბილიტაციისას, სავარაუდოდ,  ადრექრისტიანული ხანის წარწერებს მიაკვლიეს. სამონასტრო კომპლექსის მიწისგან გასუფთავების შემდეგ, მერვე საუკუნის ტაძრის ქვეშ, მეცამეტე საუკუნით დათარიღებული ნაგებობაც აღმოჩნდა. 

სატრაპეზო,  ტაძრის საკურთხევლის ქვეშ, ადრე ქრისტიანული ხანის სტელა და სხვადასხვა საუკუნის კედლები – შორეთის სამონასტრო კომპლექსის მიწისგან გასუფთავების შემდეგ, მერვე საუკუნის ტაძრის ქვეშ, მეცამეტე საუკუნით დათარიღებული ნაგებობა აღმოჩნდა. ისტორიკოსების მოსაზრებით, ამ პერიოდში სივრცის გაზრდის მიზნით, ტაძრის ქვეშ მიწა გამოიღეს და სატრაპეზო და სათავსოები ააშენეს.  ვარაუდობენ, რომ ტაძარი, თავდაპირველად, კლდეში ნაკვეთი ძეგლის სახით იყო წარმოდგენილი.

შორეთში  ტაძრის აღდგენის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ეკლესიის სრულ სარეაბილიტაციო–სარესტავრაციო სამუშაოებს მოიცავს.  მოწესრიგდება მთავარი ტაძრის ინტერიერი, აფსიდი, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავები. მოხდება ტაძრის დროებითი გადახურვა, ასევე, აღდგება კარიბჭე-სამრეკლოს პირველი სართულის ინტერიერი, სამხრეთ-დასავლეთ ეკლესიის ფასადები.  გარდა ამისა დაგეგმილია არჩეოლოგიური კვლევების ჩატარებაც.

ტაძრის მიმდებარედ, რომელსაც საუფლისწულო ტერიოტორიებად მოიხსენიებენ, ვარაუდობენ, რომ ანტიკური პერიოდის ნამოსახლარი მდებარეობს.

მეორე ეტაპის სამუშაოები  ნოემბრის დასაწყისში დასრულდება.კომპლექსის რეაბილიტაციას ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი 130.000 ლარით აფინანსებს.

შორეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ ეტაპს მოიცავს. 2015 წელს  პირველ ეტაპზე  ძეგლის საძირკველი და მის გარკვეული ნაწილები გამაგრდა. შორეთის ტაძარში გასულ წელს ჩატარდა არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოებიც.

მესამე ეტაპი 2017 წლისთვისაა დაგეგმილი. შორეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პირველი პირები.

ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე შორეთის სამონასტრო კომპლექსი VI-VII – XV საუკუნეების  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, კედლის მოზაიკით შემკული სამონასტრო ორსართულიანი ლავრით, სამრეკლოთი, სკრიპტორიუმით, მცირე სამლოცველოიანი ციხით და კლდეში ნაკვეთი სენაკებით. მნიშვნელოვანია შუა საუკუნეების კედელზე შესრულებული წარწერები, ისტორიულ ცნობებით, აგრთვე, მოზაიკური მხატვრობის ფრაგმენტები, რომელიც  ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში იშვიათია და  მხოლოდ წრომში, გელათში, მარტვილსა და შორეთშია შემორჩენილი.

თიკო კურტანიძე

 


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.