“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ახალციხის შტაბი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. აქციის წევრებმა მათ მანქანას პლასტმასის ბოთლები ესროლეს. შტაბის თავმჯდომარის განმარტებით, ოფისში ლიდერები პარტიულ შეხვედრას დაესწრნენ. მათი შეხვედრა კი აქციის ფონზე წარიმართა.
ქალაქის ცენტრში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქცია, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ გაიმართა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის შტაბთან ტრანსფარანტებით დაახლოებით, 60 ადამიანი შეიკრიბა.