Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/09/vardzia-webv1_q3dgzudq_17vfluwn.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/09/vardzia-webv1_q3dgzudq_17vfluwn.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/09/vardzia-webv1_q3dgzudq_17vfluwn.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/09/vardzia-webv1_q3dgzudq_17vfluwn.jpg" not exists.



ვარძიის დათვალიერება შშმ პირებს სრულყოფილად შეეძლებათ
საქართველოში პირველად, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის სამუშაოების დაწყება იგეგმება. შედეგად, შშმ პირებს ვარძიის კომპლექსის სრულყოფილად დათვალიერება შეეძლებათ. 

საქართველოში პირველად, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის სამუშაოების დაწყება იგეგმება. შედეგად, შშმ პირებს ვარძიის კომპლექსის სრულყოფილად დათვალიერება შეეძლებათ. 

vardzia-webv1_q3dgzudq_17vfluwn

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად ვარძიას ეწვევა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.

უკვე დაწყებულია კლდის გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრებასა და ბურღვითი მეთოდით კლდის დიდი მასივების გამაგრებით სამუშაოებს გულისხმობს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე და ნიკოლოზ ანთიძე სოფელ ჭაჭკარსაც მოინახულებენ. ჭაჭკარის რეაბილიტაციის დაწყება 4 ივნისს, პრემიერის ვიზიტის დროს, მისივე ინიციატივით გადაწყდა. ამ დროისათვის უკვე მიმდინარეობს სოფლის გაწმენდითი და საპროექტო სამუშაოები.

სოფელ ჭაჭკარის პროექტი სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი აგროტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთობით სოფლის სამეურნეო ფუნქციის აღდგენას და რეგიონის ტურისტულ ქსელში მის ჩართვას ითვალისწინებს.

მსოფლიო მნიშვნელობის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის – ვარძიის უკან, კლდის ჩრდილო–აღმოსავლეთით განლაგებული სოფელი ჭაჭკარი მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და უნიკალური ადგილმდებარეობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითა და ისტორიული მნიშვნელობით, რეგიონის კულტურული ლანდშაფტის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს. სოფელში დღემდე შემორჩენილია დაზიანებული ტერასები, 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელი , ოთხსაუკუნოვანი ვაზი. აქვეა კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი დარბაზი და წმინდა გიორგის ეკლესია, ხალხური საცხოვრებლის ნიმუშები.

სოფელ ჭაჭკარში განხორციელებული აქტივობები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თიბისი ფონდისა და კავშირი „ქართული სახლის“ ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.

 

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.