მეხუთე საჯარო მეხუთე საჯარო სკოლას დირექტორის ახალი მოვალეობის
შემსრულებელი ჰყავს. სოფელ არლის მკვიდრი ინგა ვარდიძე განათლებისა და
მეცნიერების სამინისტოროს 167–ე ბრძანების მიხედვით “ზოგადი
განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მეოთხე პუნქტისა
და 44–ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად პირადი განცხადების
საფუძველზე დაინიშნა. იგი ოფიციალურად დღეს სკოლის ადმინისტრაციასა და
პედაგოგებს რესურსცენტრის დირექტორმა წარუდგინა. აღნიშნულს სკოლის
მასწავლებლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. პედაგოგები დილიდან სკოლაში
გაკვეთილების ჩაშლით იმუქრებოდნენ.. მიუხედავად სასწავლო
დაწესებულებაში ხმაურისა, როგორც “მეცხრე არხის” კორესპონდენტი
იუწყება სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა. მეხუთე საჯარო
სკოლის ახალი დირექტორი ინგა ვარდიძე 1993 წლიდან დღემდე სოფელ არლის
სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო. მან მიმდინარე წელს
დირექტორთა სასერთიფიკატო გამოცდები წარმატებით გაიარა. დღემდე მეხუთე
საჯარო სკოლას ნანა დათაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც შიდა
ბრძანებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის 1 მაისს
დაინიშნა. მისი განმარტებით, განათლების სამინისტროს ახალი მოვალეობის
შემსრულებლის დანიშვნა კანონის მიხედვით 60 დღის ვადაში შეეძლო. ნანა
დათაშვილი კი აღნიშნულ პოსტზე 11 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ
დროისათვის მეხუთე სკოლაში რესურსცენტრის დირექტორი ხათუნა ხმალაძეც
იმყოფება, რომელიც სიტუაციის დარეგულირებას ცდილობს. როგორ
განვითარდება მოვლენები სკოლაში, “ექო” დეტალებს მოგვიანებით
მოგაწვდით.
მეხუთე საჯარო
მეხუთე საჯარო სკოლას დირექტორის ახალი მოვალეობის შემსრულებელი
ჰყავს. სოფელ არლის მკვიდრი ინგა ვარდიძე განათლებისა და მეცნიერების
სამინისტოროს 167–ე ბრძანების მიხედვით “ზოგადი განათლების შესახებ”
საქართველოს კანონის 41–ე მუხლის მეოთხე პუნქტისა და 44–ე მუხლის
მესამე პუნქტის შესაბამისად პირადი განცხადების საფუძველზე დაინიშნა.
იგი ოფიციალურად დღეს სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს
რესურსცენტრის დირექტორმა წარუდგინა. აღნიშნულს სკოლის მასწავლებლების
მხრიდან პროტესტი მოჰყვა. პედაგოგები დილიდან სკოლაში გაკვეთილების
ჩაშლით იმუქრებოდნენ..
მიუხედავად სასწავლო დაწესებულებაში ხმაურისა, როგორც “მეცხრე
არხის” კორესპონდენტი იუწყება სასწავლო პროცესი არ
ჩაშლილა.
მეხუთე საჯარო სკოლის ახალი დირექტორი ინგა ვარდიძე 1993 წლიდან
დღემდე სოფელ არლის სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო. მან
მიმდინარე წელს დირექტორთა სასერთიფიკატო გამოცდები წარმატებით
გაიარა.
დღემდე მეხუთე საჯარო სკოლას ნანა დათაშვილი ხელმძღვანელობდა,
რომელიც შიდა ბრძანებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის
1 მაისს დაინიშნა. მისი განმარტებით, განათლების სამინისტროს ახალი
მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა კანონის მიხედვით 60 დღის ვადაში
შეეძლო. ნანა დათაშვილი კი აღნიშნულ პოსტზე 11 თვის განმავლობაში
იმყოფებოდა.
ამ დროისათვის მეხუთე სკოლაში რესურსცენტრის დირექტორი ხათუნა
ხმალაძეც იმყოფება, რომელიც სიტუაციის დარეგულირებას ცდილობს.
როგორ განვითარდება მოვლენები სკოლაში, “ექო” დეტალებს მოგვიანებით
მოგაწვდით.