ჯაყელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ამ დროისათვის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “მეცხრე არსხს” ადგილობრივ თვითმართველობაში განუმარტეს, მშენებლობა რამდენიმე თვეს გასტანს. ჯაყელის ქუჩაზე გზა სრულად მოსაფალტდება, შეკეთდება სანიაღვრე არხები და გარე განათება დამონტაჟდება.
სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს “ასტორია” აწარმოებს. ქუჩის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 290 000 ლარია გამოყოფილი.
ჯაყელის ქუჩის პრობლემები “მეცხრე არხმა” ჯერ კიდევ გასულ წელს
გააშუქა. ქუჩის მაცხოვრებლები, სავალი გზისა და სასმელი წყლის
სისტემის მოუწესრიგებლობაზე ჩიოდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ეთერში გასული გადაცემის შემდეგ, პრობლემით
ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდა და ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა
რამდენიმე თვეში იგი ჩაიშალა და პრობლების მოგვარება ვერ
მოხერხდა.
გადაცემის გარდა ტელეკომპანია “მეცხრე არხმა” ჯაყელის ქუჩის
პრობლემებთან დაკავშირებით სიუჟეტიც მოამზადა.
უშედეგო დაპირება თუ ჩავარდნილი პროექტი–რატომ გაჭიანურდა ჯაყელის
ქუჩის რეაბილიტაცია?