სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
საზეიმო ღონისძიებამდე სასწავლებლის რექტორმა ივანე ჯავახიშვილისა და გრიგოლ ხანძთელის ძეგლები გვირგვინით შეამკო. მერაბ ბერიძემ სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს სასწავლო წლის პირველი დღე მიულოცა, რის შემდეგაც მათ სიტყვით სხვადასხვა ფაკულტეტების დეკანმა მიმართა.
ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტმა წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა. თითოეული ფაკულტეტიდან სიგელებით ორ–ორი სტუდენტი დაჯილდოვდა.
უმაღლესი სასწავლებლის რექტორის განმარტებით, წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა. მათ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა შეისწავლეს, რის შემდეგაც სასწავლებლის სტუდენტები გახდნენ.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 400 ადგილი შეივსო. სასწავლებელმა მიიღო სტუდენტები, როგორც ბაკალავრიატზე, ასევე მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.