სიახლეები
ახალციხის თოჯინების თეატრი ძველ შენობაში ბრუნდება
ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, N18– ში ბრუნდება. ძველი შენობის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში, შპს ,,გლობალჰაუსმა” 299 148 ლარით გაიმარჯვა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება ოთახების, დარბაზების, ფასადის, ცენტრალური გათბობის, საკანალიზაციო და ელექტროსისტემების რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოები კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში, მაისის ბოლოს უნდა დაასრულოს.

ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა, 700 კვ.მ. ფართობის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა. 14 სექტემბერსა და 21 ოქტომბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები, მონაწილეთა დისკვალიფიკაციის გამო ჩაიშალა. შენობის რეაბილიტაციისთვის 302 773 ლარი კულტურის სამინისტრომ გამოყო. თეატრში ამბობენ, რომ სცენის დაპროექტებისთვის, ადგილობრივხელისუფლების დახმარება დასჭირდებათ. თუმცა ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრს, მომავალ წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება 5 000 ლარით უმცირდება. თეატრის დირექტორის თქმით, ამის გამო, წელიწადში ხუთის ნაცვლად, სამი ან ოთხი სპექტაკლი დაიდგმება.

თოჯინების თეატრმა, ახალციხის ციხის 100 კვ.მ. 2012 წლიდან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიკავა. მცირე ფართის გამო, რეკვიზიტების ნაწილი სამუსიკო სკოლაში, ნაწილი ახალციხის ციხის კოშკში, კიბეებზეა განთავსებული. თეატრის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ ძველ შენობაში დაბრუნებით, მათი მაყურებლის რაოდენობაც გაიზრდება.

თოჯინების თეატრი მსოფლიო ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. რეაბილიტირებულ შენობაში გადასვლის შემდეგ, ახალციხე არაერთი ქვეყნის თეატრალურ დასს უმასპინძლებს.

ავტორები: რუსუდან გვარამაძე, ნანა ინასარიძე.


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.