აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2013 წლის ანგარიში
გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც საქართველოში ადამიანთა უფლებების
დაცვის სფეროში, ძირითადი პრობლემები ადგილობრივი
თვითმმართველობებიდან სახელმწიფო მოხელეთა მიერ თანამდებობის დატოვება
იყო, მათი გათავისუფლება “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირის გამო და
მთავრობის არადამაკმაყოფილებელი რეაგირება. ანგარიშში ასევე
აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელები ერევიან რელიგიური
უმცირესობების უფლებებში, შეიკრიბონ და თავისუფლად აღასრულონ ლოცვები,
რასაც მთავრობის მხრიდან არასაკმარისი რეაგირება მოჰყვა.
“წლის განმავლობაში არსებულ სხვა პრობლემებს შორის არის პოლიციელთა
მხრიდან პატიმრების შეურაცხყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ციხის
პირობები უმჯობესდება, ციხეებში არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა.
ამასთან, იყო პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ბრალდებები. 2012 წლის
ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა
განაცხადეს დაუსაბუთებელ დევნაზე, სამსახურის დაკარგვასა და
დაკავებებზე, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის,
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის
მინისტრის – მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის გამო.
გარდა ამისა, “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კამპანიის დროს
გამოვლენილმა ძალადობრივმა პროტესტმა შეაფერხა პოლიტიკური ოპოზიციის
შეკრების თავისუფლება. მიუხედავად რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯისა,
სასამართლოზე შიდა და გარე ზეწოლა კვლავ პრობლემად რჩება”,- ნათქვამია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ
ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო
არჩევნებს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ ხელისუფლების
პირველი დემოკრატიული გადაბარებით აღინიშნა, 12-თვიანი კოჰაბიტაცია
მოჰყვა ახალ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, რომლებიც სხვადასხვა
პარტიებს მიეკუთვნებოდნენ.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2013 წლის 27 ოქტომბერს გამართული
საპრეზიდენტო არჩევნები OSCE/ODIHR-მა კარგად ორგანიზებულად და
გამჭვირვალედ შეაფასა, რომელიც მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში
ჩატარდა.
წყარო: ინტერპრესნიუსი.