. დემოგრაფიული ფონდი
მრავალშვილიანებისთვის საგადასახადო შეღავათების, ახალ
დაქორწინებულებისთვის კი წახალისების ინიციატივით გამოდის.
დემოგრაფიულმა ფონდმა 5 კანონპროექტი და 10–მდე პროექტი წარმოადგინა.
პარლამენტი ყოველი მესამე ახალშობილის დაფინანსების შესახებ
კანონპროექტს უახლოეს მომავალში განიხილავს.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მაღალმთიან რეგიონებში ყოველი მესამე
ახალშობილი 200 ლარს, ხოლო დაბლობში 150 ლარს მიიღებს.
,,შობადობა ყველაზე მაღალი აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისშია,
სწორედ ამიტომ პირველ ეტაპზე იქ ახალშობილის დაფინანსება არ
განხორიცელდება, თუმცა საქართველოს სხვა ყველა დანარჩენ რეგიონში
დაფინანსება ჩვეულ რეჟიმში მოხდება,“ – აცხადებს დემოგრაფიული ფონდის
თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, მომზადებულია კიდევ 4 კანონპროექტი, რომელიც მომავალ
წლებში ეტაპობრივად განხორციელდება.
კერძოდ: 1) მრავალშვილიანებისთვის კომუნალური გადასახადების
სუბსიდირება 2) საგადასახადო კოდექსში ცვლილებები
მრავალშვილიანებისთვის ხელფასების დაბეგვრის მოხსნის შესახებ 3) ყოველ
მესამე შვილზე კომუნალური გადასახადებზე შეღავათები 4)
ახალდაქორწინებულების წახალისება.
ჩიბურდანიძის თქმით, ყოველ წელს ბიუჯეტში ამ კუთხით ახალი ინიციტივა
ჩაიდება, რადგან ეს პროექტები მცირე თანხებთან არ არის დაკავშირებული
და ყველა მათგანი ერთდორულად ვერ განხორციელდება.
ამასთან, ფონდის თავმჯდომარე 10 ახალ პროექტზეც საუბრობს და აცხადებს,
რომ მათი გახორციელება ისევე მნიშვნელოვაია, როგორც კანონპროექტების
მიღება. მათ შორის შემდეგი პროექტებიცაა:
1) აბორტის პრევენციის საკონსულტაციო ცენტრები (პროექტის ბიუჯეტი:
1,3 მლნ. ლარი (წლიური);
2) ორსულთა სახლები (პროექტის ბიუჯეტი: 300 000 ლარი (ერთი სახლი
წლიურად);
3) სოციალური სახლები ორსული ქალებისთვის;
4) სოფლად დაბრუნება – უკუმიგრაცია.
წყარო: commersant.ge